fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გუშინ გაუჩინარებული 2 წლის გოგონა სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

სამწუხარო ინფორმაციით, გუშინ პირგოსში გაუჩინარებული 2 წლის გოგონა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვი სეტილის ბაზასთან მდებარე წყლის არხში იპოვეს, სადაც მიმდინარეობდა მისი ძებნის ოპერაციები.

საქმის მასალების მიხედვით, ბავშვი გაცილებით შორს იპოვეს იმ ადგილიდან, სადაც ვარაუდობდნენ, რომ გაუჩინარებული იყო.

მაშველები ბავშვს მთელი დღის მანძილზე ეძებდნენ, ოპერაცია მხოლოდ გვიან ღამის საათებში შეწყდა და შემდეგ კი, ისევ განახლდა, როგორც კი, გათენდა.

2 წლის პანაიოტა, რომელიც ბოშების ოჯახიდანაა, აღნიშნულ ადგილას, სავარაუდოდ, საბანაოდ მივიდა, სხვა ბავშვების მსგავსად, მაგრამ სამწუხაროდ, დაიხრჩო.

onalem

ტესტ