fbpx
საზოგადოება

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში: 34 წლის ქალს სამსახურთან დახვდნენ და სახეში მწველი ნივთიერება შეასხეს – მან თვალი დაკარგა

შემთხვევა, რომელიც ათენში, კერძოდ კი, კალითეაში მოხდა, დაუჯერებელია. 34 წლის იოანას მთელი სახე და ხელები აქვს დამწვარი, დაკარგა ერთი თვალი და არსებობს მეორის დაკარგვის საშიშროებაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ის 09:30 საათზე თავის ოფისში, სამსახურში მივიდა და ლიფტის კართან  შავებში ჩაცმული ქალი დახვდა, რომელსაც პირბადეც ეკეთა და მწველი ნივთიერების დიდი რაოდენობა პირდაპირ სახეში შეასხა. შემდეგ კი ადგილი სწრაფად დატოვა.

34 წლის იოანა ვერ აცნობიერებდა, თუ რა მოხდა და შოკურ მდგომარეობაში, საშინელი ტკივილის ფონზე, დახმარებას ითხოვდა. მის ყვირილზე ბევრი ხალხი მივიდა და ის ახლომდებარე აფთიაქში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად მიიყვანეს.

ცნობილია, რომ მწველი ნივთიერებისგან დაშავდა ფარმაცევტის გოგონაც, რომელის იოანას დახმარებას ცდილობდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და არსებობს საფრთხე, რომ მეორე თვალსაც დაკარგავს. მას ღრმა დამწვრობები აქვს სახესა და ხელებზე.

პოლიცია ცდილობს თავდამსხმელი ქალის ვინაობა დაადგინოს კამერების საშუალებით. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ.

onalem

ტესტ