fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ემიგრანტ პატიმარს გარდაცვლილი შვილი ციხეში მიუსვენეს, რათა გამომშვიდობებოდა

უპრეცენდენტო შემთხვევა ტრიკალას ციხეში მოხდა და პატიმრების უფლებების პატივისცემისა და ადამიანური ტკივილის გათვალისწინების უდიდესი გამოხატულებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ბულგარელი მამაკაცი ლარისას ციხეში 23 წლის თანამოსაკნემ დანის გამოყენებით მოკლა. მისი მამა ასევე პატიმარია, რომელიც ბალკურას ციხეშია მოთავსებული და მან ითხოვა უფლება, რომ საკუთარ შვილს გამომშვიდობებოდა.

ციხეების ხელმძღვანელობამ პატივი სცა მის ტკივილს და 31 წლის ბულგარელის ცხედარი ტრიკალას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაასვენეს, სადაც მის მამას საშუალება მიეცა მოკლული შვილი დაეტირებინა და საბოლოოდ გამომშვიდობებოდა მას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრიკალას ციხეში შემდგარა საქორწინო ცერემონიაც, პატიმრის და პატიმრის შვილის ნათლობაც კი.

 

onalem

ტესტ