fbpx
პოლიტიკა

დღეს! არ გამოტოვოთ პრემიერის საგანგებო გამოსვლა, რომელიც საზღვრების გახნას შეეხება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი დღეს პირდაპირ ეთერში ჩაერთვება და მისი საგანგებო გამოსვლა შეეხება ტურიზმს, საზღვრების გახნას, ეკონომიკასთან და შრომით ბაზართან დაკავშირებულ საკითხებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტურიზმის მინისტრი, ხარის თეოხარისი უკვე გაეცნო პრემიერის გეგმას და აცხადებს, რომ ეს გეგმა არის ლოგიკური, თანმიმდევრული და ნათელი, რომ ეს არის ის, რაც ტურიზმის სფეროს სჭირდება.

სავარაუდოა, რომ ფრენები თავდაპირველად აღდგეს ევროპის ქვეყნებთან და ისრაელთან.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი მთავრობის გეგმის მიხედვით წავა და პანდემიის გავრცელების მრუდი ქვეყანაში დაბალ დონეზე დარჩება. მთავრობამ ტურიზმს “მწვანე შუქი” უკვე აუნთო და ახლა მხოლოდ კონკრეტული თარიღების დასახელებაა დარჩენილი.

კირიაკოს მიცოტაკიმ გამართავა სამიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუმინეთმა, ბულგარეთმა და სერბეთმა. ანუ სამმა ქვეყანამ, რომლებთანაც უკვე არსებობს კავშირები.

ამასთანავე, მთავრობა გეგმავს, რომ კვების ობიექტებს შეუმციროს დღგ, 24%-დან 13%-მდე და მხარი დაუჭიროს ტურიზმს ამ მხრივაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღგ-ს შემცირება მოხდება ინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით და დამოკიდებულია ბიზნესის ზარალზე, რომელიც მას კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა.

18 მაისს, გაიხსნა აკროპოლი და არქეოლოგიური ტერიტორიები – ეს არის ერთგვარი მესიჯი საბერძნეთისგან მსოფლიოს, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და მისი სტუმრობა მიმზიდველ იდეას წარმოადგენს.

onalem

ტესტ