fbpx
პოლიტიკა

“თუ საკუთარი განცხადებების ერთგული იქნება, ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდება” – ერდოღანი მიცოტაკიზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პირველი განცხადებები გააკეთა ახალ მთავრობასა და კირიაკოს მიცოტაკის მიერ გამოთქმულ იდეებთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ თუ მიცოტაკი საკუთარი განცხადებების ერთგული იქნება, თურქულ-ბერძნული ურთიერთობები უკეთეს ეტაპზე გადავა და ბევრად გაუმჯობესდება.

“საბერძნეთში არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ახლა ვნახავთ რა დამოკიდებულება ექნება მთავრობას , რა საკითხებს დაუჭერს მხარს და როგორ განვითარდება ჩვენ შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გაიმართება შეხვედრებიც და ვნახავთ, რის გაკეთებას მოითხოვს საბერძნეთი ჩვენგან ან ჩვენ რას მოვითხოვთ მისგან. კომიტეტები ყველანაირ საკითხს განიხილავენ და გადაიდგმება მომდევნო შესაბამისი ნაბიჯები,” აცხადებს ერდოღანი.

onalem

ტესტ