fbpx
საზოგადოება

იანის ადეტოკუნბო ზაფხულში საბერძნეთში გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდის – სტუმრები სეპოლიიდან

როგორც ბერძნული მედია იუწყება, NBA-ს ვარსკვლავი, იანის ადეტოკუნბო, მიმდინარე წლის ზაფხულში თავის მეორე ნახევარზე იქორწინებს. კალათბურთელი მარია რიდლსპირგერზე იქორწინებს, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა და სამი შვილი აკავშირებს. იანი ოჯახსა და შრომის მოყვარული ადამიანია, რასაც ცხოვრებისა და კარიერული წინსვლის ყველა ეტაპზე ამტკიცებს.

როგორც ირკვევა, გრანდიოზული ქორწილი პელოპონისოში, პილოში შედგება და მათი ოჯახის წევრების გარდა, მიწვეულები იქნებიან იანის მეგობრებიც, რომლებთან ერთადაც სეპოლიაში გაიზარდა. აქ ჩანს, რომ მიუხედავად წარმატების მწვერვალისა, კალათბურთელი არ ივიწყებს სად და როგორ გაიზარდა.

ამ ეტაპზე წყვილი სხვადასხვა დეტალებს აგვარებს, ცერემონია კი, აგვისტოს ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

onalem

ტესტ