fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი გრაფიტისგან გათავისუფლდება – ქალაქის განახლების მასშტაბური სამუშაოები დაიგეგმა

ათენის მუნიციპალიტეტმა მასშტაბური სამუშაოები, რომელიც ქალაქში უნდა ჩატარდეს, დაგეგმა და უკვე დაიწყო კიდეც. საუბარია შენობების ფასადების განახლებაზე, რაც გულისხმობს გრაფიტისგან მათ სრულად გათავისუფლებას. გრაფიტით მოხატული შენობები ათენის იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს და ეს ტენდენცია პოპულარობას არ კარგავს.

ამბიციური გეგმა, რომლის შესახებაც გასულ წელს გახდა ცნობილი, გულისხმობს 9.5 მილიონი ევროს გამოყოფას 4 დიდი პროექტისთვის: ეროვნული ბაღი, გამწვანება ათენის ცენტრში, რომელიც 38 ჰექტარია, კომერციული სამკუთხედი და ახარნონის, კერძოდ, აგიოს პანტელეიმონას ტერიტორია.

მნიშვნელოვანია, რომ ათენის ისტორიული ცენტრი გაიწმინდება გრაფიტისგან და ასევე პოსტერებისგან, რომლებიც კედლებზეა გაკრული. წმენდითი სამუშაოები ცენტრში უკვე დაიწყო და ამას გარდა, სპეციალური ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის მანძილზე, რათა მიიღონ ინფორმაცია, ვანდალიზმის ახალი ფაქტების შესახებ.

ინიციატივას მხარი დაუჭირა რამდენიმე კერძო კომპანიამ და მასშტაბურ სამუშაოებში წვლილს შეიტანს ცნობილი ბერძნული ავია კომპანია AEGEAN Airlines, ათენის საერთაშორისო აეროპორტი, საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაცია.

სამ წელიწადში პროექტმა ,”This is Athens & Partners”, უნდა მიაღწიოს მიზანს, რომელიც გულისხმობს ათენის ევროპის ტურისტულ ცენტრად ქცევას.

onalem

ტესტ