fbpx
კრიმინალი

“დიდი ბოდიში” – რა წერილი დატოვა 27 წლის ბიჭმა 4 წლის შვილის მკვლელობის წინ

ხალანდრში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. პოლიცია იტყობინება, რომ 27 წლის მამაკაცმა საკუთარი შვილის მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. აქედან ირკვევა, რომ დანაშაული მისი აფექტური მდგომარეობის შედეგი არ ყოფილა და საზარელი ტრაგედია მისი გეგმა იყო.

პირველადი ცნობებით, მამა-შვილი ბავშვის დედამ იპოვა, რომელიც სახლში შევიდა, რადგან ყოფილი პარტნიორი მის ზარებს არ პასუხობდა.

ოფიცრები წერილის შინაარსის შესახებ მცირე ინფორმაციას ავრცელებენ. გარდაცვლილის სიტყვები ძირითადად უკავშირდება 21 წლის ქალთან დაშორებას, რომელიც 4 წლის ბიჭის დედა იყო. მამაკაცი წერს, რომ ისინი არ უნდა დაშორებულიყვნენ, როგორ არ სურდა, რომ შვილისთვის დედაც ყოფილიყო და მამაც და რომ ამ მდგომარეობის ატანა მისთვის შეუძლებელი იყო. ამიტომ, ბავშვის და საკუთარი სიცოცხლის დასრულება გადაწყვიტა.

წერილი მთავრდება სიტყვებით: “დიდი ბოდიში.”

ასევე ცნობილი გახდა, რომ მან თვითმკვლელობა და საკუთარი შვილის მკვლელობა მოპარული იარაღით ჩაიდინა.

მეორე მხრივ მისი დეიდა ჰყვება, რომ ბავშვობაში მამის გარდაცვალებამ მასზე ნეგატიურად იმოქმედა და მას შემდეგ მუდმივად ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

 

onalem

ტესტ