fbpx
კრიმინალი

ბერძენმა ცოლ-ქმარმა ერთი და იგივე მაღაზია ხუთჯერ გაძარცვა

ინციდენტი ანდრავიდაში მოხდა. პოლიციამ ცოლ-ქმრის იდენტიფიცირება მოახერხა, რომელიც ერთი და იგივე მაღაზიის ხშირი სტუმარი იყო, თუმცა, ცხადია, არა პროდუქტის საყიდლად.

გასული ორი კვირის მანძილზე მათ ხუთი ქურდობა ჩაიდინეს.

მათდა სამწუხაროდ, ბოლო ძარცვისას პოლიციამ 55 წლის ქალის დაკავება მოახერხა, ხოლო შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერში მას ქმარიც ეხმარებოდა.

მათ მაღაზიიდან 150 ევროს ღირებულების პროდუქტი ჰქონდათ მოპარული.

სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, არიან თუ არა ისინი გარეული სხვა მაღაზიების ძარცვაშიც.

ამასთანავე, ცნობილია, რომ კატერინში გასულ ოთხშაბათს 45 წლის ბერძენი ქალი იგივე ბრალდებით დააკავეს.

onalem

ტესტ