fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: კლიენტმა ორი მიმტანი ქალი სცემა, რადგან ბარი დაკეტეს

ინციდენტი ტრიკალას ცენტრში მოხდა და საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა. ნაცემია ორი ქალი, რომელიც ბარში მიმტანად მუშაობს. ისინი ასფალტზე დაყრილები იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გვიან ღამით ბარში იმყოფებოდა, თუმცა, მიმტანებმა სთხოვეს, რომ წასულიყო, რადგან იკეტებოდნენ. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და როგორც ჩანს, არ სურდა ბარის დატოვება, რის გამოც ორივე ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.

საბოლოოდ სამივე მათგანი პოლიციაში აღმოჩნდა.

ნაცემმა მიმტანებმა მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს, 49 წლის მამაკაცს კი, ბრალს მატერიალური ზარალის გამოწვევის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვის წაუყენებენ.

onalem

ტესტ