fbpx
კრიმინალი

“არ მინდოდა იმ კაცის მოკვლა, რომელმაც ამქვეყნად მომავლინა” – 26 წლის მამაკაცის აღიარება

“ძალიან ბევრი გადავიტანე. არ მინდოდა იმ კაცის მოკვლა, რომელმაც ამქვეყნად მომავლინა,” ეს იყო პირველი სიტყვები 26 წლის ბერძენი მამაკაცისა, როდესაც მან საკუთარი ბრალდება მოისმინა.

დანაშაული ზაკინთოსზე 2018 წლის მაისში მოხდა. 26 წლის მამაკაცმა საკუთარი მამა, საღ გონებაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და ამ ამბავმა მთელი საბერძნეთი შეძრა, რადგან როგორც ის ამტკიცებს, მოკლა იმიტომ, რომ თავისი უმცროსი დედმამიშვილები მამის მხრიდან ძალადობისგან ეხსნა.

მისი თქმით, მამა მასზეც ძალადობდა, როდესაც პატარა იყო, ხოლო როცა გაიგო, რომ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ახლა მისი დედმამიშვილები იყვნენ, მამის მოკვლა და ამ ყველაფრის დასრულება გადაწყვიტა.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე მისი მეგობრები და ნათესავები შენობასთან იყვნენ შეკრებილები და გაძლიერებისკენ მოუწოდებდნენ.

სასამართლო მოსმენა ორშაბათს განახლდება.

onalem

ტესტ