fbpx
კრიმინალი

ომონია: უცხოელების შეიარაღებული დაჯგუფება ხალხს თავს ესხმის

ხალხი შეძრწუნებულია შეიარაღებული ბანდის ვანდალური და ველური ქმედებებით ომონიის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი კანიგოს მოედანზე. დაჯგუფების წევრები ჯიბის დანებსა და სხვადასხვა ბასრ იარაღს ატარებენ, რათა ადვილად მიაყენონ ზიანი მსხვერპლს. ისინი დღისითაც კი არ ერიდებიან ხალხზე თავდსხმას გაძარცვის მიზნით.

გასულ თვეში 3 სერიოზული ინციდენტი განიხილა პოლიციის ხელმძღვანელობამ და განაცხადა, რომ სიტუაცია ე.წ. “წითელ ზონებში” კონტროლს აღარ ექვემდებარება. მაცხოვრებლები შველას ითხოვენ, ისინი ამბობენ, რომ კანიგოს მოედნის ფართო არეალზე დაძრწიან ალჟირელების, მაროკოელებისა  და ტუნისელების ბანდები.

უცხოელების ჯგუფის ბოლო თავდასხმა კანიგოს მოედანზე საღამოს, 9 საათის შემდეგ მოხდა. მსხვერპლი გახდა ადვოკატი, რომელსაც 3 შეიარაღებული პირი დაესხა თავს ხალხის თვალწინ, იგი გააკავეს და ბასრი საგანით მიაყენეს ჭრილობა, რათა წაერთმიათ ზურგჩანთა, რომელშიც ედო ფული და პირადი ნივთები. თვითმხილველების თქმით, მძარცველებმა ჩანთიდან ამოიღეს მათთის სასურველი ნივთები, შემდეგ ძირს დააგდეს იგი და სწრაფი ნაბიჯებით გაუჩინარდნენ ვიწრო ქუჩების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ 20 დღის წინ თვითმხილველები, სხვა, ამის მსგავს აღმაშფოთებელ სცენას შეესწრენ შუადღეს. მონაწილეები ახალგაზრა არაბებისა და პაკისტანელების ბანდის წევრები იყვნენ. მსხერპლი, რომელსაც სურს ანონიმურად დარჩეს, protothema.gr-თან აცხადებს, რომ მძარცველები მივარდნენ  და ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის საფულის წართმევას. მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, საპასუხოდ კი სახეზე და სხეულზე უმოწყალოდ ცემა დაუწყეს.  შედეგად მოხდა ის, რომ ბოლოს, დასისხლიანებული მსხვერპლი ასფალტზე თავის დაცვენილ კბილებს ეძებდა. იგი მძარცველებს განწირული უყვიროდა, რაზეც პასუხად მუქარა მიიღო “დროზე გასცლოდა იქაურობას, თორემ ყელს გამოჭრიდნენ.”

ათენის ცენტრის ვიწრო ქუჩები, განსაკუთრებით კანიგოს მოედნის გარშემო ამჟამად, გეტოებსაა დამსგავსებული. თუ რომელიმე ბანდამ თვალი დაგადგათ და სამიზნეში ამოგიღოთ, თქვენი საქმე წასულია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ და დღის რომელი მონაკვეთია იმ დროს. ისინი დღეც ისევე გაბედულად მოქმედებენ, როგორც ღამე.  ცენტრში მცხოვრებ 90 წლის მარიას, რომელსაც ბევრი იცნობს როგორც კეთილშობილ ბებიას, 15 აგვისტოს საშინელება დაატყდა თავს. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, მარია დილის 7 საათზე, სოლომოუს ქუჩაზე, გამოვიდა სახლიდან და გაეშურა კანიგოს მოედნისკენ, სადაც მას ტურისტული ავტობუსი ელოდებოდა. გზად ახალგაზრდა უცხოელი დაესხა თავს, რომელსაც მისი ჩანთის წართმევა უნდოდა.  მოხუცს წინააღმდეგობა არც კი გაუწევია, რადგან ამის ძალა არ ჰქონდა, მან მორჩილად გადასცა ჩანთა მძარცველს. ამის შემდეგ, იმის მაგივრად თავი დაენებებინა, ბანდის წევრმა სახეში უმოწყალოდ რტყმა და ტანსაცმლის შემოხევა დაუწყო.

ნაცემი და სისხლიანი მარია ხოხვით მივიდა მოედნამდე დახმარების სათხოვნელად. “დასისხლიანებულ და მტვრიან მოხუცს თვალებიდან ცრემლები სდიოდა. იგი სასოწარკვეთილი ითხოვდა შველას. ჩვენ მივიყვანეთ იგი სახლამდე და მოვათავსეთ სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომლითაც იგი საავადმყოფოში მიიყვანეს” -განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

onalem

ტესტ