fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში წმინდა ცეცხლს შაბათს ჩამოიტანენ და 9 მიმართულებით დაანაწილებენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში წმინდა ცეცხლს დიდ შაბათს ჩამოიტანენ და შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ.

როგორც ირკვევა, სპეციალურ რეისებს განახორციელებენ Aegean Airlines, Olympic Air და Sky Express. წმინდა ცეცხლი შაბათს საღამოს თავდაპირველად ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვა და შემდეგ 9 მიმართულებით განხორციელდება რეისები მის გადასატანად სხვადასხვა რეგიონებსა და კუნძულებზე.

Agean Airlines წლებია ასრულებს აღნიშნულ მისიას, საბერძნეთის მთავრობის ხელმძღვანელობით და ყოველ აღდგომის დღესასწაულზე ბერძნული საეკლესიო დელეგაცია გადაჰყავს იერუსალიმში, საიდანაც შემდეგ წმინდა ცეცხლი ათენში ჩამოაქვთ.

onalem

ტესტ