fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ნეა სმირნიში გამთენიისას ორი შვილი მოკლა

გავრცელდა ინფორმაცია, მამაკაცის ვინაობის შესახებ, რომელმაც გამთენიისას საკუთარი ორი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და თავადაც გარდაიცვალა. ის 40 წლის დიმიტრის სკუტელისია, რომელმაც სახლს ცეცხლი წაუკიდა, ხოლო მანამდე კედელზე დაწერა: “ყველამ დამღალეთ.”

 

ჩანს, რომ მამაკაცს სურდა შვილები მუდმივად მასთან ყოფილიყვნენ, რამაც ფსიქოლოგიურად გაანადგურა.

მისი მეგობრების განცხადებით ის ბოლო დროს ძალიან იტანჯებოდა. სახლში იპოვეს უამრავი ჩანაწერი, რომლებშიც ოჯახურ პრობლემებზე საუბრობდა. გარდაცვლილი მამაკაცი ცოლთან სამი წლის განქორწინებული იყო. მას შვილების მიმართ გადაჭარბებული სიყვარული ჰქონდა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ამ სამი წლის მანძილზე მათგან განცალკევებით ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვის უფლება ყოველთვის ჰქონდა.

იხილეთ ჩანაწერები:

 

onalem

ტესტ