fbpx
კულტურა

იტალიელი მკვლევარების განცხადებით, ათენში პლატონის სამარხი იპოვეს

იტალიის კვლევითი ფონდის წარმომადგენელთა განცხადების მიხედვით, რომელიც ნეაპოლთან ახლოს არის დაფუძნებული, იდენტიფიცირებულია პლატონის ზუსტი სამარხი.

კვლევის მიხედვით, რომელსაც ხელმძღვანელობდა იტალიელი გრაციანო რანოკია, პაპირუსების კვლევის ექსპერტი, პლატონი დაკრძალეს “აკადემიის პარკში“, რომელიც ახლა „მუზების ტაძრის“ მახლობლად მდებარე ბაღია და მის სახელს ატარებს.

ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა, როგორც ცნობილი გახდა, განპირობებულია ახალი პაპირუსის გაშიფვრით, რომელიც შეიცავს პლატონის “აკადემიის“ ისტორიას. აღნიშნული კვლევები დაიწყო სამი წლის წინ და დასრულდება 2026 წელს.

იტალიელი მკვლევრები აღნიშნავენ იმასაც, რომ ახალი პაპირუსების წაკითხვის/გაშიფვრის შედეგად აღმოაჩინეს, რომ პლატონი მონად გაიყიდა ჯერ კიდევ ძვ.წ. 404 წელს, როდესაც სპარტიატებმა ეგინა დაიკავეს ან მეორე ვერსიით, ის მონად გაიყიდა ძვ.წ. 399 წელს, სოკრატეს სიკვდილის შემდეგ.  აქამდე კი, აღნიშნული მოვლენის შესახებ არსებობდა ინფორმაცია, რომ მოხდა ძვ.წ. 387 წელს, იმ პერიოდში, როდესაც პლატონი იმყოფებოდა სიცილიაში.

onalem

ტესტ