fbpx
საბერძნეთი

ათენი მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სუნის მქონე ქალაქად დასახელდა!

შესაძლოა ვერ დაიჯეროთ, მაგრამ ათენი დასახელდა ქალაქად, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სუნი აქვს. Haypp-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ათენი, ამ მხრივ, გამარჯვებული გამოვიდა.

გამოკითხვა ეყრდნობოდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: სისუფთავე, ყვავილების მაღაზიების, საცხობების, პარფიუმერიის მაღაზიების რაოდენობა და ათენი მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა, ყველა ამ დაწესებულებიდან გამოსული სუნის გამო.

“ათენი ცნობილია თავისი ქუჩის ბაზრებით, კვების კულტურით, მწვანილებისა და ტრადიცული ბერძნული სამზარეულოს არომატით, ეს ყველაფერი ვრცელდება ათენის ჰაერში და ქმნის დაუვიწყარ სურნელოვნებას,” წერია კვლევის დასკვნაში.

ათენში ყოველ 10 კილომეტრზე 31 საცხობია, სადაც იყიდება ყველაფერი, ჩიზქეიქიდან დაწყებული ბაქლავით დამთავრებული, აღარ ვსაუბრობთ ცომეულზე. გარდა ამისა, ყოველ 10 კილომეტრზე არის ყვავილების 31 მაღაზია და პარფიუმერიის 22 მაღაზია.

ყველაფერ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ათენმა დაიკავა პირველი ადგილი 10 ბალიანი სისტემიდან, 8,3 ქულით.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება სია სრულად:

ათენი, საბერძნეთი
პარიზი, საფრანგეთი
ციურიხი, შვეიცარია
დუბლინი, ირლანდია
ლუქსემბურგი
ნიქოზია კვიპროსი
კოპენჰაგენი, დანია
ბუქარესტი, რუმინეთი
ვალეტა, მალტა
ამსტერდამი, ნიდერლანდები.

 

onalem

ტესტ