fbpx
საბერძნეთი

დღეს, 15 აპრილს, ათენში ავტობუსები და ტროლეიბუსები 23:00 საათზე შეწყვეტენ მუშაობას – რომელ საათზე შესრულდება მეტროს ბოლო რეისები

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, დიდ შაბათს, ათენში ავტობუსები და ტროლეიბუსები 23:00 საათზე შეწყვეტენ მუშაობას.

კვირას, 16 აპრილს, ავტობუსები და ტროლეიბუსები იმოძრავებენ უქმე დღეების განრიგით, გამოივლიან 30-45 წუთში ერთხელ. იგივე გრაფიკი ექნებათ ორშაბათს, 17 აპრილსაც, ხოლო 18 აპრილს, კვლავ შაბათის განრიგით იმუშავებენ, გამოივლიან 15-20 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება მეტროს მე-2 და მე-3 ხაზებსა და 1-ელ ხაზს იგივე ილეკტრიკო/ტრენო, ისინი დღეს, 15 აპრილს, ბოლო რეისებს განახორციელებენ შემდეგ საათებზე:

1-ლი ხაზი – პირეა-კიფისია და პირიქით, ბოლო რეისს დიდ შაბათს განახორციელებს 22:20 საათზე.
მე-2 ხაზი – ანთუპოლიდან ბოლო რეისს განახორციელებს 22:44 საათზე, ხოლო ელინიკოდან 22:41 საათზე.
მე-3 ხაზი – დუკისის პლაკენტიიდან განახორციელებს 22:42 საათზე, ხოლო დიმოტიკო თეატროდან 22:39 საათზე.

სინდაღმის სადგურიდან ყველა მიმართულებით ბოლო მატარებელი გავა 23:00 საათზე.

 

onalem

ტესტ