fbpx
საბერძნეთი

კორინთოში დაღუპულ ბავშვებს გლოვობენ, 15 წლის ბიჭისთვის კი, ოჯახი სისხლის გაღებას ითხოვს

კორინთოში მომხდარმა ტრაგედიამ არა თუ ადგილობრივი, არამედ მთელი ბერძნული საზოგადოება შეძრა. დაღუპულია 18 წლის ანასტასია, 16 წლის აპოსტოლი, ხოლო ანასტასიას 15 წლის ძმის, იოანის გადასარჩენად ოჯახი სისხლის გაღებას ითხოვს, რათა ოპერაცია ჩაუტარდეს.

როგორც უკვე ცნობილია, ავტოავარია კორინთოში მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მანქანა დაეჯახა. ერთ-ერთს 15 წლის იოანი მართავდა, მეორეს კი, 65 წლის ბრიტანელი ტურისტი. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ბავშვების მანქანა 50 მეტრის მოშორებით გადავარდა.

კადრები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება, ცხადყოფს მომხდარის სიმძიმეს. 15 წლის იოანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, კრიტიკულია.

onalem

ტესტ