fbpx
საბერძნეთი

ჰაერის პოლარული მასების დინება საბერძნეთში – ყინვა და თოვლი ზღვის სანაპიროებზეც კი

მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკი საგანგებო პროგნოზს ავრცელებს ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, რომელსაც კლიმატური ფენომენი საბერძნეთში რამდენიმე დღეში გამოიწვევს.

მისი ინფორმაციით, ჰაერის პოლარული მასების დინება საბერძნეთში უახლოეს დღეებში გამოიწვევს ყინვას და თოვლი დაფიქსირდება არა მხოლოდ ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონებში, არამედ დაბლობებზეც, ზღვის სანაპიროებამდე.

მეტეოროლოგის შეფასებით, ეგეოსის ზღვის კუნძულები სულ მალე თეთრად შეიმოსება, პარალელურად კი, ატიკის რეგიონის მოსახლეობას განსაკუთრებული მზადყოფნისკენ მოუწოდებს, ვინაიდან აქაც მოსალოდნელია უხვი თოვლი.

ტემპერატურის კლება მოსალოდნელია ხუთშაბათიდან და პარასკევიდან, დაფიქსირდება უხვი ნალექი, წვიმისა და თოვლის სახით, ამავე დროს, ნავარაუდევია ძლიერი ქარიც.

უშუალოდ ათენში ხვალ ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება, მცირე ნალექი მოსალოდნელია 11:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში.

onalem

ტესტ