fbpx
საბერძნეთი

150 ევრო საბერძნეთის მთავრობისგან ახალგაზრდებს – თანხის მოთხოვნა 12 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი

საბერძნეთის მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ახალგაზრდებს კუთვნილი 150 ევროიანი ვაუჩერის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეეძლებათ 12 დეკემბრამდე.

ამ დრომდე 150 ევროს მისაღებად გაკეთებულია 130.000 განაცხადი, რაც ეხება დაახლოებით 200.000 ახალგაზრდას და ცხადია, ქონებრივი და შემოსავლის კრიტერიუმები არ არის გათვალისწინებული.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელ. პლატფორმის, vouchers.gov.gr-ის საშუალებით, ასევე, ΚΕΠ-ში.

ვის ეკუთვნის აღნიშნული თანხა?!

150 ევროიანი ვაუჩერის მიღების უფლება აქვთ 18 წლის ახალგაზრდებს და განაცხადის გაკეთების უფლება აქვთ მხოლოდ მაშინ, სანამ 18 წლის არიან. ვინაიდან თანხა ირიცხება ორჯერ, ანუ ჯამში 300 ევრო, თუმცა, იყოფა ორად, თუკი გახდებიან 19 წლის, ეს პრობლემას არ შეუქმნით და ჩვეულებრივად აიღებენ მას, თუმცა, განაცხადის გაკეთების უფლება აღარ აქვთ მას შემდეგ, რაც 19 წელი შეუსრულდებათ.

ამრიგად, 18 წლის ახალგაზრდები ამ წელიწადში აიღებენ 150 ევროს, ხოლო 2024 წელს მომდევნო ჯერზე კიდევ 150 ევროს, ხელახალი განაცხადის გაკეთების გარეშე.

აქვე აღსანიშნავია, რომ იმოქმედებს გამონაკლისები და ახალგაზრდებს შეეძლებათ 19 წლის ასაკშიც გააკეთონ განაცხადი, თუკი რაიმე სერიოზული მიზეზის გამო ეს ვერ შეძლეს, როცა 18 წლის იყვნენ, თუმცა, არ მიიღებენ მთლიან თანხას, არამედ მხოლოდ 150 ევროს.

 

onalem

ტესტ