fbpx
საბერძნეთი

“პატისიონზე გამაჩერეს, ჯერ საბუთები მომთხოვეს, შემდეგ კი შარვლის ჩაწევას მთხოვდნენ” – ინციდენტი ათენის ცენტრში

აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინტერნაციონალისტურ-სოციალისტური ორგანიზაციის, “Ξεκίνημα”-ს გვერდზე დაიწერა და ეს ყველაფერი “სირიზასა” და “ახალი დემოკრატიის” პარტიებს შორის განხილვის საგანი გახდა. საქმე ეხება პოლიციელებს, რომლებიც სიტუაციას პატისიონზე აკონტროლებენ და როგორც ჩანს, მათი ქმედებები სცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას.

22 წლის გოგონა ჰყვება, რომ სასწავლებლიდან დაახლოებით 19:00 საათზე გამოვიდა და პატისიონის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, სადაც ოფიცრებს წააწყდა:

“დაახლოებით 19:00 საათზე პოლიციამ გამაჩერა და საბუთები მომთხოვა. ჩანთიდან პირადობის მოწმობის ამოღება ვცადე, მაგრამ მათ უკვე ჩემს ჩანთაშიც დაიწყეს ჩხრეკა. ერთი ჩემს ID-ს უყურებდა, მეორეს კი ჩანთა ეჭირა. შემდეგ მესამე ოფიცერმა ბრძანების ტონით მითხრა, რომ ხელები ამეწია და მთლიანად გამჩხრიკა. ვიცოდი, რომ ზოგადად მსგავსი შემოწმება და მონაცემების კითხვა ნორმალურია, მაგრამ ისინი აგრესიულები იყვნენ. ვკითხე, თუ რატომ მამოწმებდნენ და არსებობდა თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი. ამაზე კი უფრო ხმამაღლა მიბრძანეს ხელები მაღლა ამეწია. ძალიან შემეშინდა და ხელები ავწიე. შემდეგ კი, ქალ პოლიციელს დაუძახეს. როცა ის მოვიდა, ისევ იგივენაირად დამიწყო შემოწმება და მთელ სხეულზე გამჩხრიკა. პირადი ჰიგიენის ნივთს წააწყდა და დაეჭვებით მკითხა, თუ რა იყო ეს. შემდეგ ვუთხარი, რომ ქალი იყო და კარგად უნდა გაეგო, თუ რისთვის მჭირდებოდა საფენი. ამ პასუხის გაცემისთანავე მითხრა, რომ სწრაფად ჩამეწია შარვალი. რა თქმა უნდა, გავოგნდი და საჯარო სივრცეში შარვლის ჩაწევაზე სასტიკი უარი ვუთხარი… ამის შემდეგ იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს ტუალეტში ძალით წამიყვანა, იქ უკვე მაიძულა, რომ შარვალი და საცვალიც კი ჩამეწია. მოგვიანებით მითხრა, რომ შემეძლო წავსულიყავი. ვკანკალებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ რასაც აკეთებდა უკანონო იყო და პოლიციის განყოფილებაში წავსულიყავით ამ საკითხის მოსაგვარებლად. პოლიციელი ქალი დამემუქრა, რომ თუ ასე გავაგრძელებდი, დამაკავებდა. იქაურობა სწრაფად დავტოვე და ავტობუსში საშინლად ვტიროდი. გზაში ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს და მე რა შემიძლია, რომ გავაკეთო ამ შემთხვევაში,” ამბობს 22 წლის სტუდენტი.

უცნობია, თუ რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა პოლიციის ამგვარ შემოწმებას, რადგან გოგონა ახსნის ღირსად არ ჩაუგდიათ.

onalem

ტესტ