fbpx
საბერძნეთი

“სახლების გვერდით ელინიკოზე 314 ბომბია ნაპოვნი, იღბლიანები ვართ, რომ ცოცხლები გადავრჩით” – ელინიკოს მერი

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბების აღმოჩენა დროდადრო ხდება და ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ როდესაც ვიაზრებთ, რომ ბომბები აღმოჩენილია იქ, სადაც ყოველდღე ვაბიჯებთ ან იქ, სადაც ჩვენი სახლი დგას, ვხვდებით, რომ უბრალოდ იღბლიანები ვართ, რომ ცოცხლები გადავრჩით.

სწორედ ასეთ განცხადებას აკეთებს ელინიკო-არგირუპოლის მერი ფაქტთან დაკავშირებით, რომ ელინიკოს ტერიტორიაზე, იქ სადაც წარსულში აეროპორტი იყო და ახლა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ამ დრომდე აღმოჩენილია ჯამში 314 ბომბი. საუბარია ბომბებზე, რომლებიც იქ გერმანელების მიერ იყო მოთავსებული.

“ამ ქვეყანაში შემთხვევით გადავრჩით ცოცხლები. წარმოდგენა არ მაქვს, როგორც მუშაობდა და მოქმედებდა მთელი საავიაციო სისტემა, რომლის ქვეშაც ბომბები იყო მოთავსებული, მხოლოდ ორი მეტრის სიღრმეზე. მადლობა ღმერთს, რომ არასოდეს მომხდარა აფეთქება, წარმოიდგინეთ, რომ გვქონდა აეროპორტი დანაღმვულ ველზე. ჩვენ, როგორც მერია და შესაბამისი გამნაღმველი სამსახური ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად მშვიდობიანად დასრულდეს,” აცხადებს ბატონი იანის კონსტანტატოსი.

 

onalem

ტესტ