fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ავიაკომპანიის დაუდევრობით ათენის აეროპორტში ჩარჩა ბავშვი, რომელიც ღვიძლის გადასანერგად საჭირო ანალიზებისთვის რომში მიემგზავრებოდა

ათენის აეროპორტში უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარებაში იმყოფებოდა ბერძნების ოჯახი, რომელიც მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი ანალიზების გასაკეთებლად იტალიაში, რომში უნდა გამგზავრებულიყო.

ირკვევა, რომ ოჯახი ბავშვთან ერთად ათენის აეროპორტში, დაგეგმილ რეისზე მივიდა, რომელიც ავიაკომპანია Alitalia-ს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ვინაიდან ეს კომპანია გაკოტრდა, რეისებიც გაუქმდა და მიუხედავად ყველაფრისა, არც ამ ოჯახს და არც სხვა მგზავრებს, ამის შესახებ არავინ შეატყობინა.

15 წლის გოგონას მამა სასოწარკვეთილია და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, რომ რაიმე მოიმოქმედონ. მოზარდს სჭირდება ღვიძლის გადანერგვა, თუმცა, რომში უნდა გაიკეთოს ანალიზები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისაა იმისთვის, რომ შემდეგ ოპერაცია დაიგეგმოს და უსაფრთხოდ ჩატარდეს.

“ჩვენ ხაფანგში ვართ მომწყვდეული. აუცილებლად უნდა წავიდეთ, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის. აუცილებელია, რომ გაფრენის გზა მოიძებნოს,” ამბობს მამაკაცი.

ირკვევა, რომ 15 ოქტომბრიდან ამ ავიაკომპანიის მიერ ბილეთები აღარ იყიდება, თუმცა, მანამდე გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებით ხელმძღვანელობამ მგზავრებს არანაირი შეტყობინება არ გაუგზავნა, რის გამოც, 15 წლის გოგონას ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

onalem

ტესტ