fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი ვიდეო ძლიერი მიწისძვრის მომენტიდან – მშობლები სკოლებში მიცვივდნენ შვილების წამოსაყვანად

კრეტელები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდნენ მიწისძვრებისგან, როგორც მატერიალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. დღევანდელმა მიწისძვრამ, რომლის ძალამაც 6 ბალს გადააჭარბა, დიდი პანიკა წარმოშვა, განსაკუთრებით მშობლებში, რომელთაც შვილები სკოლებში ჰყავდათ.

ვრცელდება კადრები, თუ როგორ არიან ისინი თავმოყრილები ერთ-ერთ სკოლასთან, რომ დარწმუნდნენ, შვილები ჯანმრთელები ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ სკოლები მაშინვე დაიკეტა და ბავშვებმა იქაურობა მშობლებთან ერთად დატოვეს.

ნახეთ კიდევ ერთი ვიდეო მიწისძვრის მომენტიდან, სადაც კარგად ჩანს მისი სიძლიერე:

onalem

ტესტ