fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

2019 წლის 1 თებერვლიდან საბერძნეთში უმუშევრები ყოველ თვე 400 ევროს მიიღებენ

შრომის სამინისტრო იტყობინება, რომ საბერძნეთში უმუშევრის სტატუსის მქონე პირებს თანხა გაზრდილი რაოდენობით გადაეხდებათ. აღნიშნული ცვლილება 1 თებერვლიდან ამოქმედდება, ხელფასების ზრდის პარალელურად.

ამ დრომდე OAED-ში რეგისტრირებული პირი დახმარების სახით 360 ევროს იღებდა, ხოლო ახლა თანხა 400 ევრომდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ალექსის ციპრას ოფიციალური გადაწყვეტილებით, საბერძნეთში ოფიციალურად დასაქმებული პირის მინიმალური ხელფასი 650 ევრო უნდა გახდეს.

1 თებერვლიდან ცვლილებები ნელ-ნელა ამოქმედდება და პირველ ეტაპზე 880.000 ადამიანს შეეხება.

საკუთარი მდგომარეობის გასარკვევად მიაკითხეთ ორგანიზაცია OAED-ს.

onalem

ტესტ