fbpx
საბერძნეთი

ატიკის პოლიცია ძლიერდება – 20 იანვრიდან ყოველდღიური პატრულირებისთვის 600 პოლიციელი ემატება

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ტაკის თეოდორიკაკოს განცხადებით, ატიკის პოლიციის დეპარტამენტების გაძლიერება აქტიურად მიმდიინარეობს.

როგორც მინისტრმა ΣΚΑΙ-სთან ინტერვიუში განაცხადა, იანვრის თვიდან, კონკრეტულად 20 იანვრიდან, პოლიციას ოფიცრები დაემატებიან და საბოლოო ჯამში 600 ახალი პოლიციელი იმუშავებს.

როგორც ირკვევა, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან ყოველდღიურ პატრულირებაზე და განაწილდებიან საჭიროების მიხედვით, კონკრეტულ უბნებსა და ქუჩებში. ახალი ოფიცრების დანიშნულება სხვადასხვა დანაშაულების პრევენცია და გაძლიერებული კონტროლის ხელშეწყობა იქნება.

თეოდორიკაკომ ასევე ისაუბრა ევროსის ტერიტორიიდან მიგრანტების ყოველდღიურ მცდელობაზე, რომ გადმოკვეთონ საბერძნეთის საზღვარი. მისი განმარტებით, იანვრის პირველ 9 დღეში ევროსის საზღვარზე გადმოსვლა 2.000-მდე არალეგალმა მიგრანტმა სცადა, პოლიციამ კი 25 გადმომყვანი პირი დააკავა.

 

onalem

ტესტ