fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ზაფხული მოსვლას აგვიანებს – უამინდობის ახალი ტალღა კვირის ბოლომდე

ხვალიდან, ხუთშაბათიდან, უამინდობის ახალი ტალღა ნელ-ნელა გააქტიურდება და მოიცავს საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიას. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ფენომენი განსაკუთრებით აქტიური იქნება თესალიისა და პელოპონისოს მთიან ტერიტორიებზე.

სინოპტიკოთა პროგნოზის მიხედვით, საბერძნეთში ნამდვილი ზაფხული ჯერ კიდევ არ დამდგარა, რადგან ნალექი გაზაფხულიდან მოყოლებული იმაზე მეტია, ვიდრე ზამთარში იყო, როდესაც გაცილებით “მშრალი” თვეები გვქონდა. ხვალიდან უხვ ნალექს პროგნოზირებენ ახაიაში, ილიაში, ეტოლოაკარნანიაში, იპიროს, მაკედონიისა და თრაკის ტერიტორიებზე.

მიუხედავად იმისა, რომ გველოდება წვიმიანი დღეები, ტემპერატურა არ დაიკლებს, ცუდი ამინდის ტალღა კი, შენარჩუნდება კვირა დღემდე. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ნამდვილი ზაფხული ქვეყანაში მომდევნო ოთხშაბათიდან დადგება, როდესაც ჰაერი 35 გრადუსამდე გათებება და საბოლოოდ, შეგვიძლია რომ სანაპიროებისთვის მოვემზადოთ.

ატიკაშიც, სხვა რეგიონების მსგავსად, მოსალოდნელია პერიოდული წვიმა ხვალ და შაბათს, ჰაერის ტემპერატურა კი, 21-დან 31 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ