fbpx
ფინანსები

ათენი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალაქების სიაში 43-ე ადგილს იკავებს – ქალაქს 23,100 მილიონერი ჰყავს

Henley & Partners-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების სიაში ათენი 43-ე ადგილს იკავებს. საუბარია სიმდიდრეზე, რომელიც განისაზღვრება იმით, თუ რამდენი მილიონერი ჰყავს თითოეულ ქალაქს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, პირველ ადგილზე ნიუ-იორკია, მეორეზე ტოკიო, მესამეზე კი, სან-ფრაცისკო. შემდეგ მოდიან ლონდონი და სინგაპური, რომელთაც მოჰყვებათ ლოს-ანჯელესი, ჰონგ-კონგი და პეკინი. ათეულში ბოლო ადგილები უკავიათ შანხაისა და სიდნეის.

“საბერძნეთის დედაქალაქს 23,100 მილიონერი ჰყავს, საიდანაც 38 არის მულტიმილიონერი, ხოლო 2 მილიარდერი. როგორც ევროკავშირის ქვეყანა, საბერძნეთი საკუთარ მოსახლეობას უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს, არაჩვეულებრივ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ჯანდაცვას და სამართლის ასევე მაღალ დონეს” – ნათქვამია გამოცემაში.

წარმოგიდგენთ სიას მილიონერთა რაოდენობის მიხედვით:

1) ნიუ-იორკი – 58 მილიარდერი, 724 მულტიმილიონერი და 340,000 მილიონერი.

2) ტოკიო – 290 მილიონერი, 14 მილიარდერი.

3) სან-ფრანცისკო 285,000 მილიონერი.

4) ლონდონი – 258,000 მილიონერი.

5) სინგაპური – 240,100 მილიონერი.

6) ლოს-ანჯელესი – 480 მილიონერი.

7) ჰონგ-კონგი – 129,500 მილიონერი.

8) პეკინი – 43 მილიარდერი, 354 მილიონერი.

9) შანხაი – 40 მილიარდერი, 127,200 მილიონერი და 332 მულტიმილიონერი.

10) სიდნეი ითვლის 126,900 მილიონერს და 15 მილიარდერს, ასევე, 184 მულტიმილიონერს.

onalem

ტესტ