fbpx
ფინანსები

“გვინდა, რომ საბერძნეთში ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდოს, 1 თვით ადრე, ვიდრე გასულ წელს” – საბერძნეთის შრომის მინისტრი

საბერძნეთის შრომის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ პარლამენტში მინიმალური ხელფასების ზრდის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის მიზანია, მოსახლეობამ იხილოს თანხების მნიშვნელოვანი ზრდა.

“შარშან მივიღეთ რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც მინიმალური ხელფასი 1-ლი მაისიდან გაიზარდა, ახლა კი, აღნიშნული ცვლილება განხორციელდება 1 თვით ადრე, 1-ლი აპრილიდან. ამ მიზეზით უნდა შემცირდეს წინა საკონსულტაციო პროცედურები.

ჩვენი მიზანია, რომ თანხები გაიზარდოს მნიშვნელოვნად, რადგან აშკარაა, რომ დასაქმებულებსა და ოჯახებს აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები. მაგრამ მეორეს მხრივ, დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს ზრდა იყოს დაბალანსებული და სამართლიანი. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობდეს ბალანსი თანამშრომელთა საჭიროებებსა და თავად ბიზნესების შესაძლებლობებს შორის.

გეგმები გვაქვს, მაგრამ ჯერ არ ვზეიმობთ, რადგან ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ახალი ოთხწლიანი პერიოდისთვის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ ხელფასების ზრდა,” განაცხადა ხაძიდაკიმ.

 

onalem

ტესტ