fbpx
ფინანსები

საბერძნეთი: რამდენი ევროთი და ვის ეზრდება 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ხელფასები და ოჯახური შემწეობა

საბერძნეთში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან გარკვეული ცვლილებები ამოქმედდება, რომლებიც ეხება ხელფასების მატებას კონკრეტული თანამშრომლებისთვის.

საინტერესოა, ვის ეზრდება ხელფასი მომდევნო წლიდან და რამდენი ევროა დანამატი?!

როგორც ირკვევა, 1-ლი იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები აიღებენ გაზრდილ ხელფასს, დანამატი შეადგენს 70 ევროს საბაზისო ხელფასზე, ანუ ჯამში წლის მანძილზე 840 ევროთი მეტს აიღებენ, რაც ფაქტობრივად, დამატებით კიდევ ერთი ხელფასია. საუბარია მხოლოდ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე და არა კერძო სექტორის თანამშრომლებზე.

ამას გარდა, იზრდება ოჯახური შემწეობის რაოდენობაც, 50-დან 70 ევრომდე, ასევე, 15 ევროთი იზრდება სპეციალური სამუშაო პირობების შემწეობა მათთვის, ვინც მსახურობს შეიარაღებულ ძალებსა და უშიშროების უწყებებში.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იზრდება მინიმალური სოციალური დახმარებაც, რომელიც განისაზღვრებოდა 200 ევროთი და 2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან 216 ევრო გახდება.

onalem

ტესტ