fbpx
საბერძნეთიფინანსები

ნახევარი კგ პური 1,20 ევრო, ზეთი 11 ევრო, ხოლო ბენზინის ფასი ლიტრზე 2 ევროს აღწევს – სიძვირე საბერძნეთში

საბერძნეთში სიძვირე უკვე საკმაო ხანია შესამჩნევია, თუმცა, სექტემბრის თვეში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. მას შემდეგ, რაც 1 ლიტრ ბენზინზე ფასმა 2 ევროს მიაღწია, ხოლო ზეითუნის ზეთის 11 ევროს, როგორც ჩანს, პურიც ძვირდება და ნახევარი კგ პურის შესაძენად 1,20 ევროა საჭირო.

ამას გარდა, 20%-ით არის გაძვირებული რძის პროდუქტებიც, ხოლო პურის ფასის ზრდის მიზეზი, როგორც მცხობელები აცხადებენ, არის საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდა. ეს ცვლილებები, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ტომარა ფქვილი მათ ამიერიდან დაუჯდებათ 19-20 ევრო, როცა აქამდე ეს მაჩვენებელი 17-18 ევრო იყო.

მომხმარებლები მედიასთან ამბობენ, რომ არსებული ვითარება მათ ჯიბეზე საკმაოდ ცუდად ისახება და თანხას ითვლიან უკვე პურის შეძენისასაც:

“გამოდის, რომ ახლა ფული უნდა ვითვალოთ მაშინაც, როცა უბრალოდ პურს ვყიდყლობთ, ხოლო თუ საუბარია მარცხვეულით გამდიდრებულ პურზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტია ხარჯი. პურს კი, ყოველდღე ვყიდულობთ და ყველაზე მეტად ამჩნევ მისი ფასის ცვლილებას.”

პარალელურად, უნდა აღინიშნოს სიტუაციას ბოროტად იყენებს უამრავი ბიზნესი, მომხმარებელს ირიბად ატყუებენ და მიუხედავად მთავრობის ჩარევისა და ჯარიმებისა, სპეკულაციები გრძელდება, პროდუქტებს რეალურ ღირებულებაზე ბევრად ძვირად ყიდიან.

onalem

ტესტ