fbpx
საბერძნეთი

2024 წლის დასაწყისიდან თესალონიკში 100 ახალი ელექტრო ავტობუსი ივლის

ტრანსპორტის მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა საჯარო ტრანსპორტის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ახალი ელექტრო ავტობუსები, გარდა ათენისა, თესალონიკშიც ივლიან უახლოეს მომავალში.

მისი განცხადების მიხედვით, 100 ახალი ავტობუსი თესალონიკის ქუჩებში 2024 წლის დასაწყისიდან გამოჩნდება და აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე სექტემბრიდან დაიწყება, რათა სიტყვები სიტყვებად არ დარჩეს.

თესალონიკში, ამის გარდა, ხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი – მეტრო – რომლის სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ,  აქტიურად ხორციელდება და როდესაც ამუშავდება, სრულიად შეცვლის თესალონიკელთა ყოველდღიურობას.

რაც შეეხება ათენს, საუბარი ხელშეკრულების გაფორებაზე, რომელიც ახალი ელექტრო ავტობუსების შემოყვანას ეხება, ჯერ კიდევ ორი თვის წინ იყო. საუბარია ჩინური წარმოების YUTONG BUS-ებზე, რომლებიც საბერძნეთში უახლოეს მომავალში ივლიან და მგზავრებს ისე მოემსახურებიან, რომ გარემოს არ დააბინძურებენ, ვინაიდან ელექტრო ენერგიაზე იმუშავებენ.

როგორც ტელეკომპანია ΕΡΤ იუწყება, წინასახელშეკრულებო აუდიტის კონტექსტში სასამართლომ ხელშეკრულების პროექტი დაამტკიცა და გაფორმებიდან 6 თვეში ეს ავტობუსები უკვე ქუჩებში გამოჩნდებიან.

ავტობუსების სიგრძე 12 მეტრია, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა 110,8 მილიონი ევროა, რომელშიც შედის როგორც თავად ტრანსპორტი, ასევე დამტენები, რომლებიც მათი ელ. ენერგიით აღსაჭურვად არის აუცილებელი.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, თავდაპირველად დაგეგმილია 200 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო შემდეგ კიდევ 400 დაემატება და საზოგადოებას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე 650-მდე ავტობუსი მოემსახურება.

onalem

ტესტ