fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

რამდენიმე დღე ევროვიზია 2024-მდე – მარინა სატი, თავის გუნდთან ერთად უკვე შვედეთშია

ევროვიზია 2024-მდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საბერძნეთის წარმომადგენელი, მარინა სატი, თავის გუნდთან ერთად უკვე შვედეთში იმყოფება. დღეს, 29 აპრილს, პირველი ოფიციალური რეპეტიცია შედგა, რომლიდანაც ბერძნული მედია კადრებს გვთავაზობს.

უნდა აღინიშნოს, რომ მარინა სატის მცირე ხნის წინ მამა გარდაეცვალა და მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პროფესიონალიზმს არ ღალატობს და მომღერალი სცენაზე ღირსეულად წარსდგება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ საზოგადოებაში მის სიმღერასთან, ZARI-სთან დაკავშირებით აზრები ორად არის გაყოფილი და თავდაპირველად კრიტიკის ქარცეცხლშიც მოექცა, თუმცა, თუ სიმღერას რამდენჯერმე მოუსმენთ, მისი რიტმი ნამდვილად მომხიბვლელი და ორიგინალურია.

onalem

ტესტ