fbpx
საბერძნეთი

სამშაბათს, 30 აპრილს, 400 ევრო ჩაერიცხებათ ქალბატონებს, რომელთაც შვილი 2023 წელს შეეძინათ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ბავშვის შეძენისას სახელმწიფოს მიერ მშობლებისთვის გადაცემული თანხის რაოდენობა გაიზარდა და პირველ შვილზე შეადგენს 2.000 ევროს ნაცვლად 2,400 ევროს. მათ, ვინც 2023 წელს გააჩინა ბავშვი და თანხა მხოლოდ 2.000 ევრო აიღო, დამატებითი რაოდენობაც ჩაერიცხება.

ბერძნული მედია იუწყება, რომ 58.912 ქალბატონი, რომელმაც საბერძნეთში 2023 წელს იმშობიარა და მიიღო თანხის სრული ოდენობა, 30 აპრილს მიიღებს დამატებით 400 ევროს, ხოლო მათ, ვინც მხოლოდ ნაწილი მიიღო, 30 აპრილს მიიღებს მეორე ნაწილსა და +400 ევროს.

აღნიშნული შემწეობის გაცემისთვის გამოყოფილია 36.247.500 ევრო და აღსანიშნავია, რომ დამატებითი თანხის დარიცხვისთვის არ იქნება საჭირო ცალკეული განაცხადების გაკეთება.

იმისთვის, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ აღნიშნული შემწეობა მიიღოთ, აუცილებელია საბერძნეთში ცხოვრობდეთ ლეგალურად და მუდმივად, ხოლო საერთო ოჯახური შემოსავალი არ აღემატებოდეს 40.000 ევროს.

onalem

ტესტ