fbpx
საბერძნეთი

ტურიზმის ზენიტი საბერძნეთში – ქვეყანას ამ დრომდე უკვე 1,5 მილიონი ტურისტი ეწვია

2024 წლის პირველ კვარტალში საბერძნეთში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია 20, 7%-ით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რომლის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, რომ წელს ქვეყანა ტურისტულ ზენიტს მიაღწევს.

იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით საბერძნეთს უკვე ეწვია 1,5 მილიონი ტურისტი და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურისტული სეზონი რეალურად ჯერ დაწყებული არ იყო. საბერძნეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმის მიერ ქვეყანაში ამ დრომდე შემოსული თანხა უდრის  569,7 მილიონ ევროს, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილია 24,5%-ით.

მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონს ოპტიმისტურად აფასებენ, ხოლო მას შემდეგ, რაც ზღვის სეზონიც დადგება, საბერძნეთის კუნძულებზე დიდი რაოდენობით ტურისტებს ელოდებიან, ვინაიდან როგორც ბოლოს ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, საბერძნეთი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, რომელსაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან არჩევენ სამოგზაუროდ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად “დაგუგლვადი” ქვეყანაა.

მეორეს მხრივ, ტურისტული დაწესებულებები, სასტუმროები, რესტორნები, ბარები, განსაკუთრებულ სამზადისში არიან, რათა მოემსახურონ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს 2024 წლის ზაფხულის სეზონზე.

onalem

ტესტ