fbpx
საბერძნეთი

“იანვრის მეორე ნახევარში ზამთარი საკმაოდ მკაცრი იქნება” – კლეარხოს მარუსაკი დღეიდან ამინდის გაუარესებას გვპირდება

სინოპტიკოსი, კლეარხოს მარუსაკი აცხადებს, რომ დღეიდან საბერძნეთის უმეტეს რეგიონებში ამინდი საგრძნობლად გაუარესდება და ზოგადად, იანვრის მეორე ნახევარში ზამთარი საკმაოდ მკაცრი იქნება. ეს დიდი კონტრასტია, ვინაიდან პირველ ნახევარში უმეტესად მზიანი დღეებია და ტემპერატურაც სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი.

მარუსაკის ინფორმაციით, საბერძნეთში გაზაფხული სრულდება და აზორის ანტიციკლონის გამო ნალექიან დღეებს და ტემპერატურის დაცემას უნდა ველოდოთ.

დღეიდან წვიმა მოსალოდნელია ქვეყნის უმეტეს რეგიონებში და ფენომენი რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება.

ათენში ტემპერატურა შაბათსა და კვირას 15 გრადუსამდე აიწევს, თუმცა, ორშაბათს 12, სამშაბათს კი, 7 გრადუსამდე დაეცემა და ასე გაგრძელდება მომდევნო კვირაში.

მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვაც კი, ხუთშაბათს ათენში თოვლიან წვიმას ვარაუდობენ.

რაც შეეხება თესალონიკს, ჰაერის ტემპერატურა კვირამდე 12 გრადუსი იქნება, ხოლო ორშაბათიდან ნელ-ნელა დაეცემა, ხუთშაბათს მოსალოდნელია თოვა.

onalem

ტესტ