fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში რადიკალური კლიმატური ფენომენების მონაცვლეობას უნდა ველოდოთ” – თოდორის იანაროს

იქნება 2024 წლის ზაფხული 2023 წლის ზაფხულზე ცხელი? – მიმდინარე ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ როგორც ათენის ეროვნული ობსერვატორიის მკვლევარი, ბატონი თოდორის იანაროსი აცხადებს, ძლიერი სიცხე არ არის ერთადერთი პრობლემა, არამედ ის უეცარი ცვლილებები, რომლებიც მოსალოდნელია, რომ ხშირად გვქონდეს.

“2023 წელს საშუალო ტემპერატურის რეკორდი მოიხსნა და 2024 წელიც, ჩანს, რომ საკმაოდ ცხელი იქნება, განსაკურებით ელ ნინიოს გამო, რომელიც ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენაა, თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩნდება სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ცივი დინების გაქრობის შემდეგ და გაბატონებულია არანაკლებ ერთი წელი. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-იდან 5 °C-მდე.

ის, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არის, რომ უეცარ ცვლილებებს უნდა მივეჩვიოთ, სავარაუდოდ, ძლიერი ქარი და უხვი ნალექი გვექნება მაისსა და ივლისში, უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ გვექნება ხოლმე რადიკალური სახით, მაგალითად, როგორც თესალიაში გვქონდა. მოკლედ რომ ვთქვათ, იზრდება ფენომენების ინტენსიურობა კლიმატური ცვლილებებისა და დათბობის გამო,” აცხადებს მკვლევარი.

ბ-ნი იანაროსი ვარაუდობს, რომ 2024 წლის ზაფხული უკიდურესად ცხელი იქნება, მაგრამ უფრო ზუსტი პროგნოზების გაკეთება შესაძლებელი იქნება მაისის თვეში.

 

onalem

ტესტ