fbpx
საბერძნეთი

მიკონოს წყლებში 80 წლის წინ ჩაძირული იტალიური წყალქვეშა ხომალდი იპოვეს

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წყალქვეშა ხომალდი ეგეოსის ზღვის ფსკერზე 80 წლის მანძილზე განისვენებდა და მისი ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ არავინ იცოდა.

ხომალდი, სახელად Jantina, 1941 წლის 5 ივლისს ჩაიძირა, როდესაც ბრიტანულ წყალქვეშა გემთან ბრძოლაში დამარცხდა.

Jantina 103 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, კოსმოპოლიტური კუნძულის, მიკონოს წყლებში.

როგორც ირკვევა, ხომალდი 1932 წელს იტალიის ქალაქ ლა სპეციაში აიგო, მისი სიგრძე 61,5 მეტრია, ხოლო სიგანე 5, 65 მეტრი.

Jantina-სთვის მაქსიმალური სიღრმე, რომელზე ცურვაც შეეძლო, 80 მეტრი იყო.

onalem

ტესტ