fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ზღვა მედუზებით გაივსო: რა უნდა გააკეთოთ, თუ ისინი დაგსუსხავენ?

ლუტრაკის მყვინთავთა ჯგუფმა განაცხადა, რომ წელს საბერძნეთის წყლებში ძალიან დიდი რაოდენობის მედუზები ფიქსირდება, განსაკუთრებით, კორინთის ყურეში. მიზეზები განსხვავებულია: კლიმატური პირობები, ანუ წყლის ტემპერატურის მატება და თევზჭერის გახშირება, რაც ამცირებს ზღვაში მედუზების ბუნებრივი მტრების არსებობას, მაგალითად, ვეშაპების, დელფინების, სკუმბრიების, ზღვის კუების და ა.შ.

მათი თქმით, ზღვაში გავრცელებულია მედუზების ორი სახეობა: პელაგია (pelagia nuctiluca) და კოტილორიზა. ამ ორი სახეობიდან მხოლოდ პირველია ჩამოყალიბებული, როგორც მედუზა. მისი საცეცები შესაძლოა იყოს 5 მეტრამდეც კი და ადამიანისთვის მისი შეხება ძალიან მტკივნეულია.

პრევენციისა და მკურნალობისთვის

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ თუ თქვენ გარშემო სადმე მედუზას დაინახავთ, უმჯობესია შეწყვიტოთ ცურვა ამ ტერიტორიაზე და მოერიდოთ მასთან ფიზიკურ კონტაქტს. თუმცა, თუ მისი შეხება თავიდან ვერ აიცილეთ, სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ სხეულიდან დარჩენილი საცეცები, თუმცა, არა შიშველი ხელით. შესაძლოა გამოიყენოთ ქვიშა. შემდეგ კი უნდა დაიდოთ ყინულები ან რაიმე ცივი, რაც დასიებულ ადგილს ჩააცხრობს.

იმ შემთხვევაში, თუ დასუსხული ადგილი ძალიან დიდია, უნდა მიიღოთ ანტიჰისტამინური ტაბლეტი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მედუზასთან კონტაქტი იწვევს ძლიერ ქავილს, სიწითლეს და ჩნდება ბუშტუკები. ეს ყველაფერი კი, ტოქსიკური ნივთიერებითაა გამოწვეული. თუ ტაბლეტებმა, კრემებმა და ზოგადად, თვითმკურნალობამ შედეგ არ მოგცათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

onalem

ტესტ