fbpx
საბერძნეთი

ტემპერატურის 9 გრადუსით ვარდნა, აფრიკული მტვერი და წვიმა საბერძნეთში – ამინდი უარესდება

უნდა ითქვას, რომ მაისის თვის პირველი კვირა შედარებით არასტაბილური იყო, შესაძლოა ტემპერატურა რადიკალურად არ დაეცა, მაგრამ სააღდგომოდ გვქონდა ძლიერი ქარი, ზოგიერთ რეგიონში წვიმა და უმეტესად ცვალებადი მოღრუბლულობა.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, ხვალიდან ამინდი უარესდება და 48 საათის მანძილზე ნალექი გველის. უამინდობის ძირითადი მახასიათებელი იქნება წვიმა, ქარი, ტემპერატურის ვარდნა და აფრიკული მტვრის ნაკადი.

უფრო კონკრეტულად, აფრიკული მტვერი გაბატონდება ძირითადად ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ საბერძნეთში, წვიმა და ქარი თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით არის მოსალოდნელი, 10 მაისის ჩათვლით.

რაც შეეხება ტემპერატურას, სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღევანდელ დღესთან შედარებით, ხუთშაბათი და პარასკევი გაცილებით ცივი დღეები იქნება და ტემპერატურა დაეცემა 8-9 გრადუსით, ვიდრე მაისის თვის ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი.

ვინაიდან მოსალოდნელია ნალექი და აფრიკული მტვერი ერთად, უნდა ველოდოთ, რომ გვექნება ტალახიანი წვიმა, ჰაერში მტვრის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე.

 

 

onalem

ტესტ