fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში საცხოვრებლის ხარჯები უკიდურესად მაღალია და ადამიანის შემოსავლის 34,2%-ს აღწევს

იმის ფონზე, რომ ძირითადი პროდუქტები ძვირდება და ამავე დროს, იმატებს ქირის საფასური, მოსახლეობის ჯიბე განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საუბარი გვაქვს საშუალო და მინიმალური ხელფასის მქონე ადამიანებზე. საბერძნეთი ევროკავშირის მასშტაბით ლიდერობს საცხოვრების უკიდურესად მაღალი ხარჯებით, რაც გამოითვლება იმის მიხედვით, თუ შემოსავლის რამდენი პროცენტი უკავია აღნიშნულს.

კერძოდ, საცხოვრებლის ხარჯი 2022 წლიდან საბერძნეთში ადამიანის შემოსავლის 34,2%-ს უდრის, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია – 19.9%. ცხადია, აღნიშნული მაჩვენებელი უკავშირდება ფაქტს, რომ საბერძნეთში ხელფასები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, ერთ სულ მოსახლეზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქირის საფასურის შემცირების მიზნით, საბერძნეთის მთავრობამ გეგმა უკვე დასახა და მოქმედებაში უახლოეს მომავალში შევა. გეგმა მოიცავს Airbnb-იზე შეზღუდვების დაწესებას და ასევე, იმ მილიონამდე ბინის ბაზარზე გამოტანა, რომელიც ამ დროისთვის მეპატრონეებს დაკეტილი აქვთ და არ აქირავებენ.

onalem

ტესტ