fbpx
საბერძნეთი

შუადღიდან ამინდი მკვეთრად უარესდება – ნახეთ, სად არის მოსალოდნელი ნალექი?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დღეს შუადღიდან საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. საუბარია ძირითადად დასავლეთ საბერძნეთსა და პელოპონისოზე.

მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა იპიროს, დასავლეთ სტერეას, პელოპონისოს ტერიტორიებზე. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ დიდი ალბათობით მოვა სეტყვაც.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ტემპერატურა 21-დან 31 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანობა, პერიოდული ნალექი, ხოლო ჰაერი 20-დან 29 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ