fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 10-დან 9 ქირურგი ოპერაციას მუსიკის თანხლებით ატარებს

ევროპის 39-ე კონფერენციაზე, რომელსაც რეგიონული ანესთეზიისა და ტკივილის მკურნალობის საზოგადოება მართავს, ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში მუსიკალური ოპერაციები ტარდება. როგორც ირკვევა, მუსიკა ექიმებსა და პაციენტებს ოპერაციების დროს თან ახლავთ.

როგორც ირკვევა, საბერძნეთში 10 ქირურგიდან 9 ამბობს, რომ ოპერაციას მუსიკის თანხლებით ატარებს, მათი განმარტებით, ეს ხელს უწყობს თვითკონცენტრაციას, ამცირებს სტრესს და ზრდის პროდუქტიულობას. მიუხედავად ამისა, ეს პრაქტიკა არც თუ ისე გავრცელებულია პაციენტებს შორის.

“10-დან 9 ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ექთანი ოპერაციის დროს უსმენს მათ მიერვე არჩეულ მუსიკას, ამ გზით ისინი ქმნიან უფრო მშვიდ პირობებს, განიცდიან ნაკლებ სტრესს და იზრდება პროდუქტიოლობაც,” აცხადებს ანესთეზიოლოგთა კომიტეტის წარმომადგენელი, ელენი მოკა.

ქ-ნ მოკა იმასაც დასძენს, რომ აღნიშნული პრაქტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს პაციენტებს შორისაც, ვინაიდან მუსიკის მოსმენას უდიდესი სარგებელი შეუძლია მოუტანოს ადამიანს, ფსიქოლოგიური განწყობის თვალსაზრისით. ცხადია, საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტებს ოპერაცია ადგილობრივი ანესთეზიით უტარდებათ და საღ გონებაზე არიან.

onalem

ტესტ