fbpx
საბერძნეთი

ხორცის ფასი სააღდგომოდ 15 ევრომდე იქნება კილოგრამზე – პირველი პროგნოზები

ხორცის მაღაზიების მეპატრონეები სააღდგომოდ რთული დილემის წინაშე დგანან – პირველადი პროგნოზებით, ისინი ცხვრისა და თხის ხორცის გაყიდვას არ აპირებენ 8 ევროზე იაფად კილოგრამზე და ეს საუბარია ყველაზე უკეთეს შემთხვევაზე, ვინაიდან როგორც არსებული ვითარება აჩვენებს, მაღაზიებში წელს ფასები კილოგრამზე 15 ევროსაც კი მიაღწევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეკვეთები გასულ წელთან შედარებით უკვე შემცირებულია 30%-ით, საბერძნეთის მოსახლეობა ვერ სწვდება არსებულ ფასებს და ჩანს, რომ დღესასწაულებზე საგრძნობლად შეამცირეს პროდუქტების შეძენის ტენდენცია.

ამას გარდა, ყასაბთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს განვითარების მინისტრის, კოსტას სკრეკასის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც “სააღდგომო კალათში” უნდა შევიდეს ცხვრისა და თხის ხორცი და მათი ფასი არ უნდა აღემატებოდეს 10 ევროს.

ყასაბთა განმარტებით, შეუძლებელია კილოგრამი ხორცი ღირდეს მაქსიმუმ 10 ევრო, ვინაიდან ეს ავტომატურად ნიშნავს დანაკარგს 2 ევრომდე, თითოეულ კილოგრამზე.

onalem

ტესტ