fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პაკისტანელმა მამაკაცმა დამსაქმებელი ქალის გაუპატიურება სცადა, რადგან სამსახურიდან გაათავისუფლა

შოკისმომგვრელი შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, იერაპეტრაში მოხდა. როგორც 50 წლის ბერძენი ქალი იუწყება, ის 30 წლამდე პაკისტანელი მამაკაცისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

არსებული ცნობებით, ბერძენ ქალს სათბურები აქვს, სადაც პაკისტანელი ჰყავდა დასაქმებული, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ფაქტით გაბრაზებული პაკისტანელი ქალის სახლში მივიდა, კარზე დააკაკუნა და როგორც კი გაუღო, თავს დაესხა, ტანსაცმლის გახდა დაუწყო და მისი გაუპატიურება სცადა.

ქალი განმარტავს, რომ პაკისტანელმა სახეში რაღაც შეასხა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რამაც თვალების საშინელი წვა გამოიწვია, პარალელურად კი, სხეულზე ურტყამდა.

საბოლოოდ, ქალის წინააღმდეგობისა და ყვირილის ფონზე, პაკისტანელი, ალბათ, შეშინდა და მისი სახლიდან გაიქცა. 50 წლის ბერძენმა იმავე დღესვე შეიტანა საჩივარი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ და დამნაშავეს პოლიცია უკვე ეძებს.

onalem

ტესტ