fbpx
საბერძნეთი

ოთხი საოცარი ჩანჩქერი საბერძნეთში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

შესაძლოა საბერძნეთის გაგონებისთანავე ნებისმიერ ადამიანს ლაჟვარდოვანი სანაპიროები წარმოუდგეს თვალწინ, მაგრამ ამ ქვეყანას კიდევ უამრავი ულამაზესი ადგილი აქვს, რომლითაც უდაოდ შეუძლია იამაყოს.

წარმოგიდგენთ ოთხ საოცარ ჩანჩქერს, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ჩანჩქერი სუდა – მდებარეობს სოფელ თეოდორიანასთან, ძუმერკაში, არტადან დაახლოებით 80 კილომეტრში. აქ წყალი 25 მეტრის სიმაღლიდან მოსჩქეფს და საოცარი სანახაობას ქმნის.

ჩანჩქერი სკრა – ეს ჩანჩქერი კილკის ტერიტორიაზე მდებარეობს და ნამდვილი მიწიერი სამოთხეა. აქ ჩანჩქერის გარდა, ლაჟვარდოვანი ტბაც გაგაოცებთ.

პალეოკარია – ეს ადგილი ტრიკალაში მდებარეობს და აღწერაც არ სჭირდება, უბრალოდ კადრები უნდა ნახოთ, რომლებიც მისი რეალურად ნახვის სურვილსაც გაგიჩენთ:

კეფალოვრისო – ადგილი ძუმერკაში, რომელიც ლამაზთან ერთად უჩვეულოც არის. ითვლება, რომ ეს ყველაზე მაღალი ჩანჩქერია საბერძნეთში, რადგან კვლევის თანახმად, მისი სიგრძე 300 მეტრს უდრის. საუბარია ჩანჩქერზე, რომელიც კლდეზე ეშვება და შთამბეჭდავ სურათს ქმნის.

ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ