fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მე-3 დოზის მისაღებად მისულ ქალბატონს შეცდომით 5 დოზა ერთად გაუკეთეს

აგიოს ნიკოლაოს ტერიტორიაზე უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა.

ვაქცინაციის ცენტრში, დანიშნული ვიზიტის ფარგლებში, 60 წლის ქალბატონი მივიდა, რათა მე-3, დამატებითი დოზა მიეღო, ვინაიდან წინა აცრიდან 6 თვე იყო გასული. როდესაც ოთახში შევიდა და მოემზადა, ექთანმა, შეცდომით ხუთი დოზა გაუკეთა ქალბატონს.

არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, თუმცა, მაინც საავადმყოფოში რჩება, პროფილაქტიკის მიზნით.

onalem

ტესტ