fbpx
საბერძნეთი

“არაფერი დასრულებულა, ამ კრიტიკულ ეტაპზე ნურაფერს აღნიშნავთ” – ნიკოს ხარდალიას

ნიკოს ხარდალიასი კერკირაზე ვაქცინაციის ახლადგახსნილ ცენტრს ეწვია, რომელიც ფუნქციონირებას 31 მაისს დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში აცრილია 5 მილიონზე მეტი ადამიანი, მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ნუ მოდუნდებიან და სიფხიზლე გამოიჩინონ, რადგან პანდემიის პროგნოზირება შეუძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი შემობრუნდეს, ამიტომ ჯერჯერობით არაფრის აღნიშვნა არ ღირს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ორშაბათიდან იხსნება სავარჯიშო დარბაზები და ღია კორტები. 31 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება სავარჯიშოდ წასვლა, თუმცა, ცხადია, აქაც იმოქმედებს უსაფრთხოების მკაცრი წესები.

სავარჯიშო დარბაზებში აკრძალულია კონდენციონერის ჩართვა, ფანჯრები უნდა იყოს ყოველთვის ღია. რაც შეეხება მომუშავე პერსონალს, ისინი ვალდებულნი არიან, გაიკეთონ თვითტესტირება და ატარონ ან ორმაგი პირბადე ან ისეთი პირბადე, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას.

onalem

ტესტ