fbpx
საბერძნეთი

“ვიმყოფებით კორონავირუსის აშკარა აღმავლობის ფაზაში” – საბერძნეთი ზომების დაბრუნებას გეგმავს?!

ბერძენი ექსპერტები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და პროფესორი, ხარალამბოს გოგოსი კონკრეტულ განცხადებებსაც აკეთებს, თუ რა ეტაპზე ვართ და რას აპირებს საბერძნეთის მთავრობა.

“ჩვენ ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის აშკარა აღმავლობის ფაზაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საბერძნეთში ვირუსი ნელ-ნელა ქრებოდა და ახლა ისევ დაიწყო გავრცელების ტენდენციის ზრდა. 

წვეულებებზე, ე.წ. “პანიგირებზე”, არსებული სიტუაცია აბსოლუტურად მიუღებელია. 

არ ველოდით, რომ ტურისტების შემოსვლის შემდეგ ასეთი მონაცემები გვექნებოდა ქვეყანაში, ახლა მთავარი საკითხი არის ის, რომ საზღვარზვე მოხდეს ვირუსით ინფიცირებულთა გამოვლენა და ხელი შევუშალოთ გავრცელებას. 

ჩვენ ახლა ამ ყველაფერს ვებრძვით ზომების გარეშე და ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუკი ხალხი ღამის კლუბებში და სანაპიროებზე ასე მოქცევას გააგრძელებს, საბერძნეთის მთავრობა დააბრუნებს ზომებს, რომლებიც კონკრეტულად ამ დაწესებულებებს შეეხება.”

ამრიგად, გოგოსი აცხადებს, რომ თუკი სანაპიროებსა და ღამის კლუბებში ხალხი დისტანციას არ დაიცავს და ხელმძღვანელობა კლიენტების უსაფრთხოებაზე არ იზრუნებს, მთავრობა შესაბამის ზომებს მიიღებს და ეს მოხდება დაუყოვნებლივ. შესაძლოა ისინი დაიხუროს კიდეც.

გარდა ამისა, ძლიერდება კონტროლი სახმელეთო საზღვრებზე და შემოწმდება აბსოლუტურად ყველა ადამიანი ქვეყანაში შემოსვლამდე.

გუშინ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

onalem

ტესტ