fbpx
პოლიტიკა

ევროკავშირის ღია მხარდაჭერა საბერძნეთს: ” ევროპული თურქეთის ზღაპარი დასრულებულია”

ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა ხაზგასმით განაცხადა, რომ სხდომაზე თურქეთის გადაწყვეტილება, აგია სოფიას მეჩეთად ქცევასთან დაკავშირებით, მკაცრად დაგმეს.

ევროკავშირის 27 ქვეყანამ ვრცლად განიხილა აღნიშნული გადაწყვეტილება და დიპლომატიურმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ პირველად მოხდა ისე, რომ კვიპროსისა და საბერძნეთის გარდა, სხვა ევროპულმა ქვეყნებმა აშკარად მოითხოვეს სანქციების ჩამონათვალის შექმნა, რათა ანკარას ნათელი მესიჯი გაეგზავნოს, რომ ეროდღანს არ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნების სუვერენული უფლებების დარღვევა.

კვიპროსსა და საბერძნეთს აშკარა თანადგომა გამოუცხადეს შემდეგმა ქვეყნებმა: საფრანგეთი, სუქსემბურგი, სლოვაკეთი, ესტონეთი და ავსტრია, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ ზღაპარი, თითქოს თურქეთს ევროპული ღირებულებები აქვს, დასრულებულია.

ირკვევა, რომ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს თურქეთის პრეზიდენტისთვის მხარი არ დაუჭერიათ და არ დაუცვიათ მისი გადაწყვეტილება.

 

onalem

ტესტ